ოფიციალურად: პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ კრიშტიანუ რონალდუს სანქცია დაუწესა. ფედერაციაში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 41 წლის ვარსკვლავმა სანაკრებო პაუზის დროს პორტუგალიის ნაკრების ბანაკი დატოვა.
როგორც ცნობილი ხდება, რონალდუს 30-დღიანი დისკვალიფიკაცია და 255 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა ფორვარდმა აღნიშნული სასჯელი თავადაც შესთავაზა ფედერაციას. რონალდუმ მომხდარის გამო ბოდიში უკვე მოიხადა და 30-დღიანი დისკვალიფიკაციის დასრულების შემდეგ ეროვნულ ნაკრებში დასაბრუნებლად მზადაა.











