ჟოაუ ნევეშმა რომასთან მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პსჟ-მ მოგება ვერ შეძლო. პორტუგალიელმა შუახაზელმა ხაზი გაუსვა "ჯალოროსის" სიძლიერეს, მაგრამ მთავარ მიზეზად საკადრო პრობლემები დაასახელა.
"რატომ ვერ მოვახერხეთ გამარჯვება? რომას სახით დავუპირისპირდით ყველაზე ძლიერ მეტოქეს, მათ შორის, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში გვყოლია. ვფიქრობ, "ჯალოროსის" მაინც ვაჯობეთ, მაგრამ აღნიშნულ ტურნირზე მთავარ როლს დეტალები თამაშობენ. მხოლოდ უკეთესი პერფომანსი, საკმარისი არაა.
კვარაცხელიასა და დუეს ტრავმები? ისინი არიან პარი სენ-ჟერმენის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები და სეზონის მიმდინარეობისას ძალიან დაგვაკლდებიან. სამწუხაროდ, ტრავმები ამ საქმის განუყოფელი ნაწილია და უნდა შევეგუოთ", - განაცხადა პსჟ-ს შუახაზელმა.







![[VIDEO] როცა გოლს მოედნის საფარი იტანს - კოლიმორის საქმე ბრუნომ გააგრძელა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FNpJhW5dogcHVBBUwhzE3igqOVozj0rn7.jpg&w=3840&q=75)




