პრემიერ ლიგის მე-8 ტურის გახსნითი მატჩი გაიმართა ტოტენჰემ სთედიუმზე, სადაც მაყურებელმა ლონდონური დერბი იხილა. ერთმანეთს ტოტენჰემი და ვესტ ჰემი დაუპირისპირდნენ. ენჯ პოსტეკოგლუს გუნდმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვა. მატჩი საბოლოო ჯამში 4:1 დასრულდა.
ტოტენჰემის მხრიდან თავი დეიან კულუსევსკიმ, ივ ბისუმამ და ჰენგ–მინ სონმა გამოიჩინეს, ხოლო ერთი ბურთი საკუთარ კარში კი ჟან-კლერ ტოდიბომ გაიტანა. რაც შეეხება ვესტ ჰემის მხრიდან გატანილი გოლის ავტორს, თავი მუჰამედ კუდუსმა გამოიჩინა, რომელიც მატჩის მიწურულს, მთავარმა არბიტრმა მოედნიდან უხეშობისთვის გააძევა.
ტოტენჰემმა ამ გამარჯვების შემდეგ 13 ქულა მოაგროვა და დროებით მე-6 პოზიციაზე აღზევდა. რაც შეეხება "ჩაქუჩებს", ხულიენ ლოპეტეგის გუნდის პრობლემები გრძელდება, ლონდონელები ამ წაგების შემდეგ, მე-14 პოზიციაზე დარჩნენ.
მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგსმა ოქროს ბურთის სამეული დაასახელა. გიგსმა მესამე ადგილზე ჯუდ ბელინგემი გაიყვანა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გიგსის ვერსიით კილიან მბაპე უნდა იყოს, რომელიც ლა ლიგის, მსოფლიო ჩ…
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერე…
26 ოქტომბერს, ოქროს ბურთს დაჯილდოება გაიმართება, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი. კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ლამინ იამალი ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მეტიც, იამალს იმდენად სჯერა ოქროს ბურთი…
ევროპა ლიგაზე მე-3 ტურის მატჩები დასრულდა. მაყურებლებმა საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრები იხილეს, სადაც საინტერესო შედეგები დაფიქსირდა. ამ ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ინგლისში გაიმართა, სადაც ბორნმუთმა მილანს უმასპინძლა. მარკო როზეს გუნდმა ძალიან კარგი პერფორმანსი ა…
კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩი იბერიასა და მიალბის შორის, ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას თავკაცმა ლევან კორღალიძემ გააკეთა. "გულდასაწყვეტი ფრეა, რადგან ბოლო წუთებამდე ვიგებდით. სამწუხაროა, რომ ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ერთადერთი დადებითი რამ, რ…
იბერია 1999-მა კონფერენს ლიგის მე-2 ტურში შვედურ მიალბისთან ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართული კლუბის მხრიდან გოლი პენალტით ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, თუმცა მატჩის მიწურულს ტომ პეტერსენმა ანგარიში გაათანაბრა. იბერია 1-1 მიალბი გოლები:1-0, ჯინჯოლავა 55' (პენ.). 1-1, პეტერსენი 89'.
ოფიციალურად: სამუელ ჩუკვუეზემ მარცხენა თეძოს პრობლემასთან დაკავშირებით სპეციალისტის კონსულტაცია გაიარა და საინექციო მკურნალობა დაიწყო. მკურნალობის შედეგების შესაფასებლად ფეხბურთელს 10-15 დღეში ხელახლა შეამოწმებენ. იტალიური გამოცემების ცნობით, სწორედ ამ პერიოდში გაირკვევა, შეძლებს…