სერია A-ს მე-7 ტურის მორიგი მატჩი მონცაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა კალიარის უმასპინძლა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაში ფავორიტად კალიარი მიიჩნეოდა, მონცამ ტოპ პერფორმანსი აჩვენა და სტუმარი გუნდი უშანსოდ დაამარცხა.
მონცას რიგებში ითამაშა საბა გოგლიჩიძემ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა და საკმაოდ კარგადაც წარმოაჩინა თავი. ქართველმა ფეხბურთელმა დღევანდელ მატჩში 7.7 რეიტინგი დაიმსახურა.
მონცა 4-0 კალიარი
გოლები: 1-0 ედი კუადიო 39', 2-0 გუსტავო ვარელა 47', 3-0 ჯეი რობინსონი 66', 4-0 გუსტავო ვარელა 79'.
მატჩის მიმოხილვა












