LaGazzetta-ს სტუდიაში პოდკასტი "ფეხბურთთან ახლოს" მორიგი ეპიზოდი ჩაიწერა, სადაც საინტერესო თემებზე შედგა საუბარი.
პოდკასტის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ წლის ბოლო სანაკრებო მატჩებზე, როგორც ეროვნული ნაკრების, ისე 21-წლამდე გუნდის. ვილი სანიოლის გუნდმა ჩეხეთთან მძიმე მარცხი განიცადა, რის გამოც A დივიზიონში გადასვლა ვერ მოახერხა და ახლა B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. ვისაუბრეთ იმ შეცდომებზე, რაც ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ორ სანაკრებო პაუზაზე დაუშვა და განვიხილეთ ის საკითხები, რაც მომავალი წლისთვის უნდა გამოსწორდეს.
რამაზ სვანაძის გუნდი ახალ ისტორიას წერს! 21-წლამდე ნაკრებმა ხორვატია პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. განვიხილეთ პოტენციური მეტოქეები და ვისაუბრეთ ჩვენი გუნდის შანსებზე ევრო 2025-ზე.
პოდკასტის დასრულებამდე ვისაუბრეთ მსოფლიო ჩემპიონატის განახლებულ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ეროვნული ნაკრების პოტენციურ მეტოქეებზე ერთა ლიგის პლეი-ოფში და ლეგიონერების სატრანსფერო ამბებზე.
სხვა საინტერესო ამბებისა და ინფორმაციის მოსმენა ჩვენი პოდკასტის მორიგ ეპიზოდში შეგიძლიათ.
დადასტურებულად — პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან! როგორც ცნობილი ხდება, პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელს ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთ…
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა The Athletic-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა. "მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობის დროს 3 ფეხბურთელის დამატება ვითხოვე, რადგან ვფიქრობდი, რომ ისინი გუნდს გააძლიერებდნენ. პირველ რიგში, ეს ჰარი კეინი იყო. მის დასამ…
დადასტურებულად — ჰარი კეინი ბაიერნთან კონტრაქტს 2029 წლამდე გაახანგრძლივებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, გამოცდილი ინგლისელი ფორვარდი ახალ ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოცემა კეინის ბაიერნიდან შესაძლო წასვლის შესახებ წერდა, ი…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. მას შემდეგ, რაც "წითელი ეშმაკები" ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკო მადრიდთან დამარცხდნენ, ლისანდრო მარტინესი კლუბის ხელმძღვანელობას ღიად დაუპირისპირდა, რის გამოც არგენტინელი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, დაისჯება. ამ დრომდე გაურკვეველია მაიკლ კერიკი…
დადასტურებულად — ხეტაფე ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მუშაობს! მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, რა დროსაც ესპანურმა კლუბმა ინგლისელ ფეხბურთელს საკმაოდ კარგი შეთავაზება გაუკეთა. შეგახსენებთ, ჯეიდონ სანჩო ამ დრომდე თავისუფალი აგენტია და მისი დამატება ყველა კლუბს სრულიად უფასო…
ოფიციალურად: დანი კარვახალი ხეტაფეს ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ვეტერანმა ესპანელმა მცველმა ახალ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გერმანულმა საფეხბურთო პორტალმა Transfermarkt.com-მა მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. ბოლო განახლების შემდეგ, TOP 10-ში გარკვეული ცვლილებები მოხდა. ათეულში კვლავ რჩება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი ხვ…