NBA-ის პლეიოფის მომდევნო ეტაპზე ითამაშებს მინესოტა ტიმბერვულვზი. კრის ფინჩის გუნდმა საკმაოდ ძლიერი მეტოქე სერიაში მარტივად, 4-0 დაამარცხა. ბოლო, მეოთხე მატჩი, ფუტპრინტ ცენტრ არენაზე გაიმართა, სადაც სტუმარმა გუნდმა 116:122 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.
პარკეტზე საუკეთესო დევინ ბუკერი იყო, რომელმაც სანსს 49 ქულა მოუპოვა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მინესოტადან გამორჩეული მოთამაშე, ენტონი ედვარდსი იყო - 40 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი.
პლეიოფის მომდევნო ეტაპზე მინესოტას მეტოქე, დენვერ ნაგეტსსა და ლოს ანჯელეს ლეიკერს შორის გამარჯვებული იქნება.
სერიაში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა ლოს ანჯელეს კლიპერსმა, რომელმაც გასვლაზე, დალას მავერიქსი 111:116 დაამარცხა. ამერიკან ეარლაინსის ცენტრში შეკრებილმა მაყურებელმა, საკმაოდ დაძაბული მატჩი იხილა.
მატჩის MVP კაირი ირვინგი გახდა, რომელმაც 40 ქულა ჩააგდო, 7 მოხსნა შეასრულა და საკუთარი გუნდელები 5 პასითაც მოამაგარა. რაც შეეხება კლიპერსიდან გამორჩეულ მოთამაშეს, გუნდს პოლ ჯორჯმა ულიდერა - 33 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი.
სერიის მეხუთე მატჩს უკვე კლიპერსი უმასპინძლებს. შეხვედრა 2 მაისს, თბილისის დროით 06:00 საათზე გაიმართება.
ინდიანა პეისერმა სერიაში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. რიკ კარლისლის გუნდმა მილუოკი ბაქსი დამაჯერებლად, 126:113 დაამარცხა.
პარკეტზე საუკეთესო მაილს ტერნერი იყო, რომელმაც ბაქსს 29 ქულა ჩაუგდო. ასევე, 28 წლის ამერიკელის ანგარიშზე 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაც იყო. რაც შეეხება ბაქსიდან გამორჩეულ კალათბურთელს, ბრუკ ლოპესმა საკუთარ გუნდს 27 ქულა მოუპოვა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
სერიის მეხუთე თამაშს უკვე მილუოკი უმასპინძლებს. ფისერვ ფორუმ არენაზე მატჩი 1 მაისს, თბილისის დროით 05:30 საათზე გაიმართება.
საინტერესო და დაძაბული მატჩი ვიხილეთ უელს ფარგო ცენტრში, სადაც ფილადელფია სიქსერსი მძიმე ბრძოლაში, ნიუ იორკ ნიქსთან დამარცხდა. ტომ ტიბოდეუს გუნდმა 92:97 გაიმარჯვა და სერიაში კომფორტული უპირატესობაც შეიქმნა, 1-3.
პარკეტზე საუკეთესო ჯალენ ბრანსონი იყო - 47 ქულა, 4 მოხსნა და 10 პასი. სიქსერსიდან კარგი მატჩი ჩაატარა ჯოელ ემბიდიმ, რომელმაც საკუთარ გუნდს 27 ქულა მოუპოვა.
სერიის მეხუთე დაპირისპირებას მედისონ სქვერ გარდენი უმასპინძელბს. შეხვედრა 1 მაისს, თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება.
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. "წითელი ეშმაკები“ უკვე 7 მატჩია, რაც ვერ იგებენ, რის ფონზეც მაიკლ კერიკის გუნდიდან გაშვების საკითხი დღის წესრიგში დგას. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელ სპეციალისტს ბორნმუთთან მატჩამდე გუნდიდან არ გაუშვებენ, თუმცა თუ მანჩესტერ იუნაიტედმა…
მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგსმა ოქროს ბურთის სამეული დაასახელა. გიგსმა მესამე ადგილზე ჯუდ ბელინგემი გაიყვანა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გიგსის ვერსიით კილიან მბაპე უნდა იყოს, რომელიც ლა ლიგის, მსოფლიო ჩ…
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერე…
26 ოქტომბერს, ოქროს ბურთს დაჯილდოება გაიმართება, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი. კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ლამინ იამალი ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მეტიც, იამალს იმდენად სჯერა ოქროს ბურთი…
საქართველოს ფრენბურთის 20-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ფრენბურთელებმა რუსთავის სპორტის სასახლეში, დაძაბულ ბრძოლაში, სომხეთის ნაკრებს 3:1 სძლიეს. რუსთავი აღმოსავლეთ ევროპის ფრენბურთის ზონალური ასოციაციის ეგიდით, ევროპ…
ევროპა ლიგაზე მე-3 ტურის მატჩები დასრულდა. მაყურებლებმა საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრები იხილეს, სადაც საინტერესო შედეგები დაფიქსირდა. ამ ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ინგლისში გაიმართა, სადაც ბორნმუთმა მილანს უმასპინძლა. მარკო როზეს გუნდმა ძალიან კარგი პერფორმანსი ა…