სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით ქართველმა მთამსვლელმა ლევან მოსაშვილმა კიდევ ერთი პროექტი განახორციელა. მან ახალგაზრდა, დამწყები მთამსვლელების 16-კაციან ჯგუფთან ერთად ორდღიანი ექსპედიცია მოაწყო.
ექსპედიციის პირველ დღეს მოსაშვილის ჯგუფის თითოეული წევრი თიკანაძის მწვერვალზე, მეორე დღეს კი თიკანაძე-თაყაიშვილის ტრავერსზე ავიდა.
შეგახსენებთ, რომ ლევან მოსაშვილი ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი ქართველია, რომელმაც უშბაზე სოლო ასვლა განახორციელა.


















