ყოველი წლის ბოლოს, Onze Mondial სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს, სადაც მონაწილეობას გულშემატკივრები იღებენ.
რეალ მადრიდში40-ზე მეტი გატანილი გოლისადა მსოფლიო ჩემპიონატზე რეკორდული შედეგის დაფიქსირების შემდეგ, კილიან მბაპე 2026 წლის Onze d’Or-ის მფლობელი გახდა. ფრანგმა თავდამსხმელმა ეს ჯილდო პირველად მოიგო. გამარჯვებული ინტერნეტმომხმარებლებმა გამოავლინეს, ხოლო მბაპემ ხმების რაოდენობით დიდი უპირატესობით გაუსწრო პარიზელ ფეხბურთელებს -ჟოაო ნევეშსა და ხვიჩა კვარაცხელიას, რომლებიც სამეულში მოხვდნენ.
Onze Mondial-ის ვებგვერდზე დათვლილი ორ მილიონზე მეტი ხმის შედეგად, კილიან მბაპემ 2025/2026 წლების სეზონისთვის დაწესებული Onze d’Or-ის ჯილდო მოიგო და საკუთარ კოლექციას კიდევ ერთი პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო შემატა.

ეს ჯილდო წელს დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. წლების განმავლობაში ის ფეხბურთის უდიდეს ლეგენდებს გადაეცემოდათ, მათ შორის დიეგო მარადონას, ზინედინ ზიდანს, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის.
მბაპემ კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა და ხმების 48% მიიღო.
მეორე ადგილზე გავიდა პსჟ-სნახევარმცველი ჟოაო ნევეში, რომელსაც ხმების 11,9% ერგო, ხოლო მესამე ადგილი მისმა თანაგუნდელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დაიკავა — 10,8%-ით.
დანარჩენი ფეხბურთელების შედეგები ასე გადანაწილდა:
- ლამინ იამალი — 9,7%
- უსმან დემბელე (გასული წლის გამარჯვებული) — 7,5%
- ჰარი კეინი — 4,4%
- მაიკლ ოლისე — 2,9%
- ვიტინია — 2,8%
- დეკლან რაისი — 1,1%
- ბრუნო ფერნანდეში — 0,7%












