დღეს გაიმართება კონფერენს ლიგის ფაზის მეოთხე ტურის შეხვედრა საქართველოს მოქმედ ჩემპიონ იბერიასა და ესპანურ ხეტაფეს შორის.
ამ მატჩის მთავარი ინტრიგა ისაა, რომ საქართველოს ნაკრებისა და ხეტაფეს მცველი საბა საზონოვი ქართული კლუბის წინააღმდეგ, თბილისში ითამაშებს.
მოგეხსენებათ, სამი ტურის შემდეგ იბერიას მხოლოდ ერთ ქულა აქვს, თუმცა კოპენჰაგენში სტუმრად გამართული თამაშის ხარისხი გვაძლევს იმედს, რომ დღეს, იბერია წარმატებით იასპარეზებს.
კარგი სიტუაცია არ ხეტაფეს აქვს. ბორდალასის გუნდი სეზონს ცუდ ფორმაში ხვდება, ლა ლიგაში გასავარდნ ზონაში არიან, კონფერენს ლიგაზე კი მათაც ერთი ქულა აქვთ.
სამწუხაროდ, დღევანდელ მატჩში იბერიას გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელები - ანდრია ბართიშვილი და ვახო ბედოშვილი ვერ დაეხმარებიან.

ლევან კორღალიძე: “ასეთი მატჩების წინ ყველა მაქსიმალურად მობილიზებულია. დარწმუნებული ვარ, ხვალ ის შედეგი და თამაში იქნება, რასაც ყველა ელის. გუნდი სწორ გზაზე დგას და პროგრესირებს.კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წაგავეთ” სტერეოტიპი არ მომწონს და უნდა შეიცვალოს, მაგრამ კოპენგაჰენთან ცუდად არ გვითამაშია. შეგვიძლია, რომ თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ და კიდევ უფრო განვვითარდეთ. ხეტაფეს ბოლო 5 თამაში კარგად გავაანალიზეთ. დაცვით გუნდად მიიჩნევა, მაგრამ ამ სეზონში ბევრი გოლი აქვს გაშვებული.”
ხოსე ბორდალასი: "მნიშვნელოვანი მატჩია. თანამედროვე ფეხბურთში გუნდებს შორის სხვაობა მცირეა. თუმცა ხვალ უნდა მოვიგოთ, რომ პლეიოფში გავიდეთ.დანი კარვახალი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის თავისუფალი აგენტი იყო და მოგვიანებით დავიმატეთ, რის გამოც ახლა თამაშის უფლება არ აქვს, თუმცა, თუ პლეიოფში გავალთ, გუნდის დახმარება შეეძლება."
იბერია - ხეტაფე
კონფერენს ლიგის ფაზა, IV ტური
26 ნოემბერი, 21:45
მიხეილ მესხი, თბილისი
მთავარი მსაჯი: ჰ.ფენსიკი (რუმინეთი)
იბერიას სავარაუდო შემადგენლობა: მაკარიძე, ქობულაძე, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი, სიხარულაშვილი, ნაჭყებია, კაფე, ძაგანია.







![[VIDEO] როცა გოლს მოედნის საფარი იტანს - კოლიმორის საქმე ბრუნომ გააგრძელა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FNpJhW5dogcHVBBUwhzE3igqOVozj0rn7.jpg&w=3840&q=75)




