გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ინგლისურ პრესაში საუბრები არ წყდება. ქართველი ფეხბურთელი უოტფორდის გამოკვეთილი ლიდერია და იმის მიუხედავად, რომ კლუბთან ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი სულ ახლახანს გააფორმა, მის პოტენციურ ტრანსფერზე მაინც ბევრს საუბრობენ.
The Sun-ის ინფორმაციით, პრემიერ ლიგის ბინადარი ვულვზი გიორგი ჩაკვეტაძით სერიოზულად ინტერესდება და დიდი ალბათობით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მგლები" პირველ შეთავაზებასაც გააკეთებენ. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, უოტფროდი ქართველ ფეხბურთელს დაახლოებით €20-25 მილიონად აფასებს.
ამ მომენტისთვის უცნობია რა პოზიცია აქვთ უოტფორდსა და თავად ჩაკვეტაძეს სხვა გუნდში ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტია, 25 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება.
ამ სეზონში ჩაკვეტაძის ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, რაც შეეხება უოტფორდს, ტომ კლევერლის გუნდი ჩემპიონშიპში 12 ტურის შემდეგ, 19 ქულით, მე-7 პოზიციაზე იმყოფება.
დადასტურებულად — პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან! როგორც ცნობილი ხდება, პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელს ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთ…
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა The Athletic-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა. "მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობის დროს 3 ფეხბურთელის დამატება ვითხოვე, რადგან ვფიქრობდი, რომ ისინი გუნდს გააძლიერებდნენ. პირველ რიგში, ეს ჰარი კეინი იყო. მის დასამ…
დადასტურებულად — ჰარი კეინი ბაიერნთან კონტრაქტს 2029 წლამდე გაახანგრძლივებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, გამოცდილი ინგლისელი ფორვარდი ახალ ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოცემა კეინის ბაიერნიდან შესაძლო წასვლის შესახებ წერდა, ი…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. მას შემდეგ, რაც "წითელი ეშმაკები" ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკო მადრიდთან დამარცხდნენ, ლისანდრო მარტინესი კლუბის ხელმძღვანელობას ღიად დაუპირისპირდა, რის გამოც არგენტინელი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, დაისჯება. ამ დრომდე გაურკვეველია მაიკლ კერიკი…
დადასტურებულად — ხეტაფე ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მუშაობს! მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, რა დროსაც ესპანურმა კლუბმა ინგლისელ ფეხბურთელს საკმაოდ კარგი შეთავაზება გაუკეთა. შეგახსენებთ, ჯეიდონ სანჩო ამ დრომდე თავისუფალი აგენტია და მისი დამატება ყველა კლუბს სრულიად უფასო…
ოფიციალურად: დანი კარვახალი ხეტაფეს ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ვეტერანმა ესპანელმა მცველმა ახალ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გერმანულმა საფეხბურთო პორტალმა Transfermarkt.com-მა მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. ბოლო განახლების შემდეგ, TOP 10-ში გარკვეული ცვლილებები მოხდა. ათეულში კვლავ რჩება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი ხვ…