ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით, 2026 წლის 20 დეკემბერს სასტუმრო „Pullman Axis Towers“-ში (მისამართზე: ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 37მ) გაიმართება სრკ-ს მორიგი საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
- სრკ-ს 2026 წლის საქმიანობის ანგარიში;
- 2027 წლის გეგმების წარდგენა;
- სრკ-ს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა;
- სრკ-ს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება;
- სრკ-ს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
- სრკ-ს პრეზიდენტის და გამგეობის არჩევნების ვადის დაანონსება (2027 წლის დეკემბერი)
რეგისტრაციის დაწყების დრო: 12:00 სთ; საერთო კრების დაწყების დრო: 13:00 სთ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საერთო კრებაზე (ყრილობაზე) დასწრების უფლება ექნება ნამდვილი წევრის (დელეგატის) ერთ უფლებამოსილ პირს ან უფლებამოსილი პირის წარმომადგენელს, რომელმაც თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით სათანადოდ დამოწმებული მინდობილობა.
კლუბებს (გუნდებს), რომლებსაც შესაძლოა გაუჩნდეთ პრეტენზია გამგეობის მიერ დამტკიცებულ ნამდვილ წევრთა სიასთან და/ან ხმათა რაოდენობასთან დაკავშირებით, უფლება აქვთ 2026 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით, არაუგვიანეს 18:00 საათისა, წარმოადგინონ თავისი დასაბუთებული წერილობითი განცხადება სრკ-ს გამგეობაში, მიმღები:
- ედუარდ ნაჭყებია; ტელ.: 593970099; ელ.ფოსტა: [email protected]
- ნატალია კურტანიძე; ტელ: 595221002; ელ.ფოსტა: [email protected]
გამგეობის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებულად და დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაში, სრკ-ს მიერ მოხდება ნამდვილ წევრთა სიისა და ხმათა რაოდენობის კორექტირება.







![[VIDEO] როცა გოლს მოედნის საფარი იტანს - კოლიმორის საქმე ბრუნომ გააგრძელა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FNpJhW5dogcHVBBUwhzE3igqOVozj0rn7.jpg&w=3840&q=75)




