ლატვიის დედაქალაქ რიგაში საქართველოს ნაკრებმა სთრონგმენების მსოფლიოს ჩემპიონატზე - Old School Strongman ასპარეზობა 14 - სამი ოქროს, ათი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს - მედლით დაასრულა, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი მეორე ადგილი დაიკავა.
უფროსებს შორის ჩემპიონობა ავთანდილ ყარმაზანაშვილმა (+120 კგ) და შოთა გოგობერიშვილმა (120 კგ) იზეიმეს, ვალიკო ფიფია (120 კგ) და გაგა ჭინჭარაული (105 კგ) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ზეინაბ ბოლბოლი (82 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
23-წლამდელებს შორის ვერცხლის მედლები გიორგი ბეროშვილმა (+105 კგ), სოსო ჩახვაძემ (105 კგ) და საბა კულდანაშვილმა (90 კგ) მოიპოვეს.
18-წლამდელებს შორის ჩემპიონი საბა სახვაძე (+105 კგ) გახდა, რომელმაც ამოწევაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ვეტერანებსა და ომის ვეტერანებს შორის ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა ავთანდილ ახვლედიანმა (90 კგ). ასევე ვერცხლის მედლები მოიპოვეს პარასპორტსმენებმა - დავით ქობალიამ, ვარლამ გურჩიანმა და ირაკლი მაისურაძემ.


















